logo
ENG



შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების საფრთხე

05 ივნ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას აკარგვინებს. შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ ვეღარ გაემგზავრონ. საფრთხე რომ რეალურია, ეს ევროკავშირის ელჩის ინტერვიუთი დადასტურდა.

პაველ ჰერჩინსკის პასუხები ქართული ოცნების დეზინფორმაციასაც ეხება. საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებდა, თითქოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. რეალურად კი საჭიროა არა 27, არამედ 15 ქვეყნის თანხმობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო გადაადგილების უფლების გარეშე დარჩნენ. ევროკავშირი ამ საკითხზე უკვე მიმდინარე თვეს იმსჯელებს.


close დახურვა