logo
ENG



გაეროს რეზოლუცია - მხარდამჭერები, მოწინააღმდეგეები და თავშეკავებულები

05 ივნ 202420:13
3 წუთის საკითხავი
 

დასავლეთის მტრად გამოცხადების ფონზე ივანიშვილის ხელისუფლება მადლობას უხდის ქვეყანას, რომელიც მხარს არ უჭერს დევნილების სახლებში დაბრუნებას. ჩინეთმა გაეროში ხმა არ მისცა რეზოლუციას, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას ითვალისწინებს. ოლიგარქის მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა სახელმწიფოსთან, რომლის ინტერესებში არ შედის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.

ჩინეთის პოზიცია ხელისუფლებისთვის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებამდეც ცნობილი იყო, მაგრამ დღეს ამისთვის ოცნება პეკინს მადლობასაც კი უხდის. გარდა ამისა, ივანიშვილს სწორედ ჩინური კომპანია შემოჰყავს ანაკლიაში, საიდანაც ქართულ-ამერიკული კონსორციუმი გააძევა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში არაფერი წერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ.


close დახურვა