logo
ENG



ამოღებულია იარაღი, ხელყუმბარები, ISIS-ის სიმბოლიკიანი დროშები - დაკავებულია 2 მოქალაქე

06 ივნ 202412:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/c53w2srg89nlw07.png

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაცია ბათუმში, 2 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა.

"დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.

გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირების იდენტიფიცირების მიზნით", - ამბობენ სუს-ში.


close დახურვა