logo
ENG



პუტინი: აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს, ომი 2-3 თვეში დასრულდება

06 ივნ 202416:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/jfenoznt09qav6t.jpg

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში ომი მორჩება, თუ აშშ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ პუტინმა უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"თქვენ, როგორც აშშ-ის წარმომადგენელს, შემიძლია გითხრათ ის, რაც ადრე ბატონ ბაიდენს ვუთხარი. მან ოდესღაც წერილი გამომიგზავნა, მე წერილობითი ფორმით ვუპასუხე, რომ თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა გსურთ, შეწყვიტეთ იარაღის მიწოდება. და ეს მოქმედებები შეჩერდება ორ, მაქსიმუმ სამ თვეში. მეტი არაფერი", - თქვა პუტინმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.


close დახურვა