logo
ENG



Reuters: ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე $225 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს წარადგენს

07 ივნ 202415:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/8j00zs8pk0455qo.jpg

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. Reuters-ის ცნობით, ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენი კიევისთვის 225 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.

ორივე ქვეყნის ლიდერი საფრანგეთში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიების გამო ჩავიდა.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ბოლოს დეკემბერში შეხვდნენ, როდესაც ზელენსკი ვაშინგტონს ეწვია.

როგორც ცნობილია, დახმარებაში HIMARS სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და ნაღმტყორცნების სისტემები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საზენიტო რაკეტები Stinger, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები შევა.

ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს მომავალ კვირას იტალიაში, G7-ის ქვეყნების სამიტზეც შეხვდებიან, სადაც ქვეყნების ლიდერები განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფისთვის.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ უკრაინაში ომი მორჩება, თუ აშშ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს.


close დახურვა