რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოაცხადა.
რომელი სისხლის სამართლის საქმეზეა ძებნა გამოცხადებული, უცნობია.
იულია ტიმოშენკოს უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობა 2005 და 2077-2010 წლებში ეკავა. ამჟამად ის პარტია "ბატკივშინას" თავმჯდომარეა.
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ძებნაში გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. მოგვიანებით, საძიებო ბაზიდან მათზე ინფორმაცია გაქრა.