logo
ENG



ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო'ბრაიენი ოფიციალური ვიზიტით ერევანში ჩავა

08 ივნ 202415:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/08/jc0zrp7nm44ooot.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერევანში 10-12 ივნისს ჩავა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში შეხვედრას უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრებენ და შემდგომ ნაბიჯებსაც განიხილავენ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ო’ბრაიენი სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას განიხილავს.

"მე მთავრობის მაღალჩინოსნებს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდები, რათა ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი განვიხილო", - წერს ო’ბრაიენი.

 


close დახურვა