logo
ENG



ეგზიტპოლი: პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს

09 ივნ 202422:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/09/mhtjvpkwvpqa3qs.jpg

ეგზიტპოლისა და არსებული შეფასებების მიხედვით, პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს.

ეგზიტპოლისა და შეფასებების მიხედვით, ევროპარლამენტში 720-დან 398 დეპუტატი პროევროპული კოალიციიდან იქნება.

წინასწარი ინფორმაციით, მანდატები ასე გადანაწილდება:

უმრავლესობით წარმოდგენილი იქნება ევროპის სახალხო პარტია (EPP) 181 დეპუტატით, 135 დეპუტატით სოციალისტები და დემოკრატები (S&D), 82 დეპუტატი ეყოლება პარტია ევროპულ განახლებას (Renew Europe).

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის ჩათვლით გაიმართა.


close დახურვა