logo
ENG



სააგენტო: უახლოეს საათებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება

10 ივნ 202414:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/35mkmrvrmv3l0md.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 


close დახურვა