logo
ENG



ლილუაშვილის მოსმენა პარლამენტში

12 ივნ 202419:59
3 წუთის საკითხავი
 

ვერც მე და ვერც ვერავინ დაადასტურებს, არის თუ არა სიაში. ეს სამწუხარო ტენდენციაა" - ასეთია გრიგოლ ლილუაშვილის გამოხმაურება ამერიკის მიერ გამოცხადებულ სანქციებზე. გავრცელებული ინფორმაციით, სავიზო შეზღუდვების პირველ ტალღაში ერთ-ერთი შესაძლოა სწორედ სუს-ის ხელმძღვანელი იყოს.  ლილუაშვილს ამის შესახებ პარლამენტში კითხეს, სადაც სუს-ის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. კიდევ ერთი საინტერესო საკითხი. ლილუაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი თემაზე, რომელზეც კობახიძემ კამპანია ააგორა, თითქოს ევროკომისარი სიცოცხლის მოსპობაზე მინიშნებით დაემუქრა. ის, რაც ოცნებამ მუქარად აღიქვა, სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, მეგობრული რჩევა იყო.


close დახურვა