logo
ENG



ბალდის კანიონის მცველების დაჭრის საქმეზე ორ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

13 ივნ 202416:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/puiy61m3u6kzltr.jpg

ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეების დაჭრის საქმეზე ძმებ ხურცილავებს ბრალი წარუდგინეს.

ცნობილია, რომ გია ხურცილავას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, ხოლო გამოძიება მის ძმას, გელა ხურცილავას სსკ-ის 19-108-ე მუხლს ედავება.

დაკავებულთა ადვოკატის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მისივე განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფების, წარდგენილ მუხლებში ბრალეულობას დაამტკიცებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სენაკის რაიონული სასამართლო უკვე ხვალ იმსჯელებს.

ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს 11 ივნისს დაესხნენ.

თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ დღეს ორი ადამიანი დააკავა

უკვე 1 წელია მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას, 40 წლით იჯარით გადასცა.


close დახურვა