logo
ENG



დანიგანი: ამბობენ, რომ გლობალური ომის პარტია ვართ, ამ ყველაფრის მოსმენა გულდასაწყვეტია

14 ივნ 202412:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის, "საბჭოთა მეხსიერება" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. არსებობს მოსაზრება, რომ ეს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმაა, რაც სრული სიცრუეა", - განაცხადა დანიგანმა.

მისი თქმით, დღეს დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებითაც აქტიურად ვრცელდება.

"ამბობენ, რომ ჩვენი გლობალური ომი პარტია ვართ და ამ ქვეყანაში რევოლუცია გვსურს, თითქოს ჩვენ ბოროტი ზრახვები გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ძალიან გულდასაწყვეტია ამ ყველაფრის მოსმენა, რადგან საქართველოში ჩვენი ქვეყნის 32-წლიანი ისტორია, უდიდესი მეგობრობის ისტორიაა. ეს მედიცინაში, განათლებასა თუ აგრიკულტურაში პარტნიორობის 32-წლიანი ისტორიაა. ეს ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორიაა. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ", - აღნიშნა ელჩმა.

დანიგანის განცხადებით, აშშ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ კვლავ ერთგულია.

"გულსატკენი და იმედგამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა დავადასტურო აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს", - აღნიშნა ელჩმა.

 

 

 

 

 


close დახურვა