logo
ENG



112: კოვიდის გამო მომართვიანობა გაზრდილია, გთხოვთ, არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე

06 თებ 202211:35
3 წუთის საკითხავი
 
112: კოვიდის გამო მომართვიანობა გაზრდილია, გთხოვთ, არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 აცხადებს, რომ კორონვირუსის შემთხვევების ზრდის გამო მომართვიანობა გაზრდილია. 

ამასთან, უწყების ცნობით, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი შედის, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.

შსს მოქალაქეებს მიმართავს, არამიზნობრივად არ დარეკონ 112-ზე, ამასთან, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ: 

გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:

• 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება

• 112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური

• 112-2 -Covid -19

Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე er.moh.gov.ge

112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.

თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე.


close დახურვა