logo
ENG



მთის ამბები: ჩვენი Facebook-დან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო მასალას შლიან

15 ივნ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/7prkb6fztipmf8i.jpg

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული მედია, მთის ამბები განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათი Facebook გვერდიდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და მამხილებელ მასალებს შლიან.

"რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკ გვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს", - წერია განცხადებაში.

მათი თქმით, ამ წუთებში მომხდარის გარკვევასა და შესაბამის რეაგირებას ცდილობენ.


close დახურვა