logo
ENG



ზელენსკი: სამოქმედო გეგმას რუსეთს გადასცემენ, რომ მე-2 სამიტისთვის ომის დასრულება დაფიქსირდეს

16 ივნ 202400:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/16/co6oerh6fh58a1v.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო სამიტზე შეთანხმებული სამოქმედო გეგმა გადაეცემა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რათა მეორე სამშვიდობო სამიტზე ომის რეალური დასასრული დაიწეროს. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ მშვიდობის გლობალური სამიტის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"რუსეთი ახლა აქ არ არის. რატომ? იმიტომ რომ, რუსეთი მშვიდობაში რომ ყოფილიყო დაინტერესებული, ომი არ იქნებოდა. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მისი მიღწევა. გაეროს წესდება საფუძველია ჩვენთვის.

შემდეგ კი, როცა სამოქმედო გეგმა დადგება მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და ხალხებისთვის გამჭვირვალე, მაშინ იგი მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს, რათა მეორე სამშვიდობო სამიტზე დავაფიქსიროთ ომის რეალური დასასრული", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამიტს 101 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრება.


close დახურვა