logo
ENG



EU-ის დირექტორატი: სამინისტროებს სამოქალაქო საზოგადოებაზე 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყოთ

17 ივნ 202418:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/6ynen3iwfs4q7us.jpeg

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

DG NEAR-ი წერს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში დაზუსტება.

"ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო", - წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი.

დირექტორატი 2019-2024 წლებში 10 უმსხვილესი ბენეფიციარის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

  • 111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;
  • 101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო;
  • 62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო;
  • 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • 30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  • 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
  • 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  • 10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • 7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია;

მე-11 არის საქართველოს პარლამენტი - 4.8 მილიონი ევრო

გარდა ამისა, 2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს - სესხით სახით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას - მათ 46.1 მილიონი ევრო გამოუყეს, ხოლო კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო მიიღო.


close დახურვა