logo
ENG



პარლამენტი ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტის განხილვას 20 ივნისს იწყებს

18 ივნ 202415:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/18/c9fs71qc2ivqh12.jpg

პარლამენტი ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტის განხილვას 20 ივნისს იწყებს. როგორც საკანონმდებლო ორგანოს საიტზეა აღნიშნული, კანონპროექტს 09:00 საათზე იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, 10:00-ზე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე.

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. 

საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.

ქართული ოცნების გეგმის თანახმად, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით. 

ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. 

ამავე ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ინიციატივის ფარგლებში ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ აქვთ. პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.  


close დახურვა