logo
ENG



ბერლინში ოცნების წევრებისა და კობახიძის ვიზიტის პარალელურად აქტივისტებმა აქცია გამართეს

21 ივნ 202418:43
3 წუთის საკითხავი
 

ბერლინში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული ოცნების წევრებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების პარალელურად აქტივისტებმა აქცია გამართეს.

"უთხარი არა ქართული ოცნების ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს" - ამ შეძახილებს სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები სასტუმროსთან, სადაც ქართული ოცნების წევრები მივიდნენ.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა გზაა. 

2024 წლის 7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ქართული ოცნება პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს, გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მიღებას გამართავდა.  

მიღება გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ დააორგანიზა.

მწერალმა ლაშა ბუღაძემ 7 ივნისს Facebook-ზე დაწერა, რომ ღონისძიების მოსაწვევი არ მიუღიათ გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერლებს, ხელოვანებს, რომლებიც ანტირუსულ პოზიციას აფიქსირებენ.


close დახურვა