ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული პირების წინააღმდეგ მტკიცებულებებში ჩანაწერები გამოჩნდა. აუდიოების რაოდენობა მოცულობითია. ბრალდების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. საქმეში სულ 4 ბრალდებულია, 4-ვე დაკავებულია, მათგან 1 დანაშაულის დაფარვაზე. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ეჭვია სავარაუდო მსხვერპლის მიმართ კიდევ ერთ დანაშაულზე, რაც პრეპარატების გამოყენებას უკავშირდება. გამოძიება ბრალის დასამძიმებლად ემზადება, რაც დამოკიდებულია ექსპერტიზის პასუხზე.