logo
ENG



ბარსელონა 2028 წლისთვის ტურისტებზე ბინების გაქირავების აკრძალვას აპირებს

22 ივნ 202410:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/22/plesv41hgvtb50f.jpg

ტურისტულად ყველაზე პოპულარული ესპანური ქალაქი ბარსელონა გეგმავს, რომ 2028 წლიდან ტურისტებზე ბინების გაქირავება აკრძალოს. Reuters წერს, რომ ეს მოულოდნელად მკვეთრი ნაბიჯია იმის ფონზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, საცხოვრებლად მზარდი ხარჯების შეამციროს.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ 2028 წლის ნოემბრისთვის ბარსელონა დაახლოებით 10 101 ბინაზე გააუქმებს ლიცენზიას, რომლებიც ამჟამად მოკლევადიანი გაქირავებისთვის არის დამტკიცებული.

"ჩვენ წავაწყდით იმას, რაც ჩვენი აზრით, ბარსელონის ყველაზე დიდი პრობლემაა", - თქვა მერმა ჟაუმა კოლბონიმ.

კოლბონის თქმით, მოკლევადიანი გაქირავების ბუმი ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ მცხოვრებელს ბინის შეძენა აღარ შეუძლია, მას შემდეგ რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქირამ 68%-ით გაიზარდა, ხოლო სახლის ღირებულებამ 38%-ით. მისი აზრით, ბინაზე ხელმისაწვდომობა უთანასწორობის წამყვან ძალად იქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

ესპანეთი მსოფლიოში ტურისტულად ყველაზე პოპულარული ქვეყნების სამეულშია. თუმცა ბინების გაქირავების საკითხი ევროპაში სულ უფრო და უფრო მწვავე ხდება. ბოლო ათწლეულებში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოკლევადიან გაქირავებებზე შეზღუდვები დააწესეს კანარის კუნძულებზე, ლისაბონში და ბერლინში.

ესპანეთის საბინაო და ურბანული დღის წესრიგის მინისტრმა იზებლ როდრიგესმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბარსელონას გადაწყვეტილებას.

"საუბარია ყველა ძალისხმევის გაღებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელმისაწვდომ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა", - დაწერა მან X-ზე.

ბარსელონას ტურისტული ბინების ასოციაცია აცხადებს, რომ კალბონი შეცდომას უშვებს, რომელიც სიღარიბესა და უმუშევრობას გაზრდის. თუმცა ახალი შეზღუდვა შეიძლება წაადგეთ სასტუმროებს. რადგანაც ადგილობრივ მემარცხენე პარტიას, რომელიც ქალაქ 2015-2023 წლებში მართავდა, ბარსელონას ყველაზე პოპულარულ არეალებში სასტუმროების გახსნა აკრძალული ჰქონდა. კალბონის თქმით, ეს შეზღუდვა შეიძლება შემსუბუქდეს.

ამასთან, ბარსელონას ხელისუფლების თქმით, შეზღუდვის ძალაში შესვლის შემდეგ პოტენციურად არალეგალური ტურისტული ბინების გამოსავლებად ინსპექტირების "მკაცრ" რეჟიმს შეინარჩუნებს.


close დახურვა