logo
ENG



ობრაიენი: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს

24 ივნ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/24/6frnctibktftx0i.png

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიანი ქართულ ოცნებას პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს.

როგორც ობრაიენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები აშშ-სთან და ევროკავშირთან შეუთავსებელია.

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და რიტორიკით, რომელიც ქართული ოცნების ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობისგან მოდის. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და NATO-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერმინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ აქვთ მოლოდინი, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნიან.

ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან გასაგებად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული "უცხოური აგენტების კანონი", ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი არ მოდის აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან თავსებადობაში.

ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ", - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

გარდა ამისა, ობრაიენის თქმით, ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ.


close დახურვა