logo
ENG



საფრანგეთის საელჩო: ბრავო, ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!

27 ივნ 202413:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/yv4k3c8zxua8he7.jpg

საფრანგეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მერვედფინალში გასვლას ულოცავს.

"ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ! ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.

ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

26 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა EURO 2024-ის ჯგუფურ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა. ისტორიული მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. 

მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის. 

ამ შედეგით საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.


close დახურვა