logo
ENG



პარლამენტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

27 ივნ 202413:32
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პარლამენტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრას არ დაესწრო ოპოზიცია.

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. 

საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.

ქართული ოცნების გეგმის თანახმად, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიიღებენ. 

ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. 

ამავე ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ინიციატივის ფარგლებში ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ აქვთ. პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.  


close დახურვა