logo
ENG



"ქვეყანა იქნება წარმოდგენილი" - კობახიძე არ ამბობს, ვინ გაემგზავრება NATO-ს სამიტზე

27 ივნ 202421:40
3 წუთის საკითხავი
 
"ქვეყანა იქნება წარმოდგენილი" - კობახიძე არ ამბობს, ვინ გაემგზავრება NATO-ს სამიტზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ ამბობს, NATO-ს სამიტზე ვინ იქნება წარმოდგენილი ხელისუფლებიდან. ალიანსის სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში ჩატარდება.

კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქვეყანა სამიტზე წარმოდგენილი იქნება, თუმცა დეტალები ზუსტდება.

"ამ საკითხებზე იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. ჯერჯერობით არაფერი დეტალები არაა დაზუსტებული, დაზუსტდება და მოგახსენებთ. ქვეყანა იქნება წარმოდგენილი NATO-ს სამიტზე", - თქვა კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შემდეგ.


close დახურვა