logo
ENG



ე.წ. გაჩუმების ფულის საქმეზე სასამართლომ ტრამპისთვის განაჩენის გამოტანა სექტემბრამდე გადადო

03 ივლ 202409:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/iuo2xb18437eqqn.jpg

ნიუ-იორკის სასამართლომ დოკუმენტების ფალსიფიკაციის საქმეზე დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადადო, რადგანაც ადვოკატებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გაუქმება მოითხოვეს.

თავდაპირველად სასამართლოს ტრამპისთცვის სასჯელის სახე და ზომა 11 ივლისს უნდა გამოეცხადებინა.

მოსამართლემ ხუან მერჩანმა, რომელიც ნიუ-იორკში სასამართლო პროცესს ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებას 6 სექტემბერს მიიღებს. თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ავალდებულებს განაჩენის გაუქმებას, მაშინ სასჯელის სახე და ზომა 18 სექტემბერს გამოცხადდება.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივ დევნაზე "ოფიციალური" ქმედებებისთვის, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის დროს არის ჩადენილი. ამავე დროს, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რა მიიჩნევა პრეზიდენტის "ოფიციალურ" ქმედებად და რა - არა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უნდა იმსჯელონ.

30 მაისს ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ ცნეს დოკუმენტების ფალსიფიკაციის საქმეზე, რომელიც ყოფილი პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდას ეხება.

ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს. საერთო ჯამში მას ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს.

საქმე ეხება 2016 წელს წინასაარჩევნოდ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დამალვას. პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი ამტკიცებს, რომ მას დონალდ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობები 2006 წელს ჰქონდა, როდესაც ის უკვე მელანია ტრამპზე იყო დაქორწინებული. პროკურატურის თანახმად, ტრამპმა დუმილის სანაცვლოდ დენიელსს ფული გადაუხადა, თუმცა გადარიცხები იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. რეალურად კი, ეს თანხები დენიელსის დუმილისთვის ადვოკატ მაიკლ კოენის ხარჯებს ფარავდა. ამავე საქმის ფარგლებში კოენი 2018 წელს გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს.


close დახურვა