BBC-ის, ITV-ისა და Sky-ს ეგზიტპოლის თანახმად, დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა სრულდება და ლეიბორისტული პარტია დამაჯერებლად იმარჯვებს.
პროგნოზის თანახმად, ლეიბორისტული პარტია პარლამენტის ქვედა პალატაში 410 მანდატს მოიპოვებს, ხოლო პრემიერმინისტრი სერ კირ სტარმერი იქნება. კონსერვატორების რაოდენობა 131-მდე შემცირდება.
არჩევნები ერთ ტურად ტარდება - კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს, უესტმინსტერში დეპუტატის მანდატს მოიპოვებს. თემთა პალატაში 650 ადგილია. უბრალო უმრავლესობისთვის 326 ადგილია საჭირო.
ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ-დემოკრატებს 61 მანდატი ექნებათ, შოტლანდიის ნაციონალურ პარიას - 10, ნაიჯელ ფარაჯის პარტიას რეფორმები გაერთიანებული სამეფოსთვის - 13.
გაერთიანებულ სამეფოში არჩევნები 4 ივლისს ჩატარდა. ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა ფოსტით წინა დღეებში მისცა. პირველი შედეგები დილით გახდება ცნობილი.
თუ ეგზიტპოლის პროგნოზი გამართლდება, 1906 წლის შემდეგ ეს კონსერვატიული პარტიისთვის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება, როდესაც მათ 156 ადგილი მოიპოვეს.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ კონსერვატორების რეიტინგის დაცემაზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, უპირველეს ყოვლისა, კოვიდპანდემიამ და ბრექსტინმა, რამაც ინვესტიციები და ვაჭრობის შემცირება მოიტანა.