logo
ENG



გაერო რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს

12 ივლ 202418:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/12/922fgkw6rbslrsh.jpg

11 ივნისს მიღებული რეზოლუციით, გაეროს გენერალური ანსაბლეა რუსეთს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და სხვა არასანქცირებული პერსონალი" ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და დააბრუნოს იგი უკრაინის ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ.

ცნობილია, რომ 193 წევრისგან შემდგარ ანსაბლეაში რეზოლუციას მხარი 99 წევრმა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო 60-მა თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგი კისლიცამ მოუწოდა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას და თქვა - დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ბირთვული კატასტროფების საშინელება არ განმეორდეს".

გაეროს რეზოლუცია რუსეთს ასევე მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ზრდის ბირთვული ავარიისა ან ინციდენტის რისკს უკრაინის ყველა ბირთვულ ობიექტზე.

ზაპოროჟიეს ქარხანა რუსეთმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიკავა. ამ ეტაპისთვის სადგური დახურულია, მაგრამ საჭიროებს გარე ჩარევას, რათა მისი ბირთვული მასალა გაგრილდეს და აცილებულ იქნეს მისი დნობა.


close დახურვა