logo
ENG



ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები უკვე უკრაინაშია

04 აგვ 202423:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/04/1xp6zxcq4f9i5pw.jpeg

ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები უკვე უკრაინაშია. F-16-ები უკრაინამ ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაგამანადგურებლების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. 
 
"ომის დაწყებიდან ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებოდით, რომ აუცილებელია ჩვენი ცის ჩაკეტვა რუსული რაკეტებისგან, თვითმფრინავებისგან. ასობით შეხვედრა ჩავატარეთ, რათა გაგვეძლიერებინა ჩვენი ავიაციის შესაძლებლობები. ხშირად პასუხად გვესმოდა "ეს შეუძლებელია", მაგრამ ჩვენი ამბიციები შევასრულეთ. ახლა ეს ჩვენი რეალობაა. F-16 უკვე უკრაინაშია. ჩვენ ეს უზრუნველყავით", - თქვა ზელენსკიმ. 
 

close დახურვა