logo
ENG



ვაშაძე: ვგმობთ ტრამპზე თავდასხმას, დემოკრატია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საფრთხეშია

14 ივლ 202414:36
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: ვგმობთ ტრამპზე თავდასხმას, დემოკრატია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საფრთხეშია

ერთობის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იგი გმობს დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას და აცხადებს, რომ დემოკრატია მთელს მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის.

იგი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ რიტორიკას და განაცხადა, რომ მათი ქმედებები საგანგაშოა და მიზნად დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ისახავს.

"ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს, ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში.

სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან.

იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ეს ხელისუფლება მათ შეურაცხყოფას აყენებს კონსპირაციებით.

საგანგაშოა დღევანდელი მთავრობის განცხადებები. შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან", - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.


close დახურვა