logo
ENG



ესტონეთის პრემიერი კაია კალასი თანამდებობას ტოვებს

15 ივლ 202412:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/15/sp0mydxju8ybvh9.jpg

ესტონეთის პრემიერი კაია კალასი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ განაცხადება მან პრეზიდენტ ალარ კარისს დღეს დილით წარუდგინა. 

კალასი თანამდებობას მას შემდეგ ტოვებს, რაც ის ევროკავშირში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.

ის მთავრობის მეთაურად ახალი კოალიციის შექმნამდე არ დარჩება. 

კალასი პოსტს 2021 წლიდან იკავებს. ის ზედიზედ სამ მთავრობას ხელმძღვანელობდა. მომდევნო დღეებში ის რეფორმების პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგება.

ესტონეთის პრემიერი კაია კალასი თანამდებობას ტოვებს 

 

close დახურვა