logo
ENG



ფლანგვა: ქართუ ჯგუფი ბოლო წლების ანგარიშგებას არ აქვეყნებს, რაც კანონდარღვევაა

20 ივლ 202412:55
3 წუთის საკითხავი
 
ფლანგვა: ქართუ ჯგუფი ბოლო წლების ანგარიშგებას არ აქვეყნებს, რაც კანონდარღვევაა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სს ქართუ ჯგუფს ამ დრომდე მხოლოდ 2018-19 წლების ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული, რაც კანონდარღვევაა. ეს კი მაშინ, როდესაც ქართული ოცნება და მისი დამფუძნებელი გამჭვირვალობის სახელით რუსული კანონის მიღებას ამართლებენ. 

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონის თანახმად საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად, 1 ოქტომბრამდე წინა წლის ფინანსური ანგარიშგება წარადგინოს.

"კანონის თანახმად, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს კომპანიას ფინანსური ანგარიშგების წარდგენისგან. ქართუ ჯგუფის მიმართ 2020-21 წლების ანგარიშგების წარუდგენლობის გამო გაიცა გაფრთხილება, ჯარიმა და ორმაგი ჯარიმა, რაც ჯამში 15 000 ლარს გულისხმობს. გაფრთხილებასა და ორმაგი ჯარიმის დაკისრების შემდეგაც ქართუ ჯგუფი არ აქვეყნებს საწარმოს ფინანსებს.

სუსტი კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას საშუალებას აძლევს დამალოს საწარმოს ფინანსები", - აღნიშნავენ ფლანგვის დეტექტორში.


close დახურვა