logo
ENG



პალმა დე მალიორკაზე მოსახლეობამ მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გამართა

22 ივლ 202413:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/pehr1xkb7llhhsp.png

ესპანეთის პალმა დე მალიორკაზე მოსახლეობამ მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტს დაახლოებით 10 000 ადამიანი შეუერთდა.

ისინი მალიორკაზე ტურისტების ჭარბ რაოდენობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამდენი ვიზიტორი ადგილობრივებისთვის საცხოვრებელ ხარჯებს ზრდის, რაც მათთვის ცენტრში ცხოვრებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.

მსგავსი საპროტესტო გამოსვლები ესპანეთის სხვადასხვა ნაწილშიც იმართება, მათ შორის ბარსელონაში, მალაგასა და კანარის კუნძულებზე.

კატალონიის შემდეგ ბალეარის კუნძულები ტურისტებისთვის ესპანეთის მეორე ყველაზე პოპულარული რეგიონია, რომელსაც გასულ წელს 14,4 მილიონი ვიზიტორი ეწვია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ესპანეთში ტურისტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა. გასულ წელს ვიზიტორებმა ესპანეთში 109 მილიარდი ევრო დახარჯეს.


close დახურვა