logo
ENG



29 ივლისიდან იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება

27 ივლ 202423:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/27/tt1dpzjsln4yi5n.png

თბილისის მერიის ინფორმაციით, 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

"ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური - ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


close დახურვა