logo
ENG



კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად დაესწრო

30 ივლ 202421:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/30/ox3hla3lfo2l4jc.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტი) გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ინაუგურაციიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ კობახიძე ღონისძიებას ჰამასის ლიდერთან ისმაილ ჰანიასთან ერთად დაესწრო. 

მანამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე ირანის პრეზიდენტს პირისპირაც შეხვდა, რა დროსაც მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

კობახიძესთან ერთად თეირანში იმყოფება პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილებდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.


close დახურვა