logo
ENG



სენატორი: ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს EU-ს ნაცვლად რუსეთთან დაახლოებით

31 ივლ 202412:24
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი სენატორის, პიტერ რიკეტსის განცხადებით, აშშ-ში დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მთავრობის ქმედებები რუსულ კანონთან დაკავშირებით და ასევე ქვეყნის პრორუსული კურსი.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ თვითონ უნდა გაანალიზოს რამდენად დიდ ზიანს აყენებს მთავრობა ქვეყნის დასავლური პერსპექტივას, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს ქმედებებით გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და ევროკავშირის ნაცვლად რუსეთთან დაახლოებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება აშშ-ს, უფრო აქტუალური კითხვაა რას გააკეთებს საქართველო ევროპასთან გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამჯობინებს ევროპასთან კავშირს, რომელიც ვაჭრობის გზით მეტ მშვიდობასა და კეთილდღეობას გვთავაზობს.

ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო ამჟამად დგამს, შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. მე ვურჩევდი, რომ საქართველოს მოსახლეობამ განიხილოს ზიანს აყენებს თუ არა მათი მთავრობის ქმედებები ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას და უფრო დიდი ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას, რაც მოსახლეობისთვის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს", - განაცხადა რიკეტსმა.


close დახურვა