logo
ENG



პროკურატურამ შუქრუთში პროტესტის მონაწილე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

31 ივლ 202418:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/4ry2gvhdptaa0xm.jpg

პროკურატურამ შუქრუთში პროტესტის მონაწილე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. უწყება ირწმუნება, რომ ისინი მაღაროების დაზიანებისკენ მიმართულ ორგანიზებულ მოქმედებაში მონაწილეობდნენ.

გამოძიების მტკიცებით, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს მაღაროელის კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- ნათქვამია განცხადებაში.

შუქრუთის მოსახლეობა თვეებია აქციებს მართავენ. ისინი ამბობენ, რომ მათ კერძო საკუთრების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დაარღვია და იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.


close დახურვა