საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კადრების გადინების სერიოზული საფრთხის წინაშე დგას - ამჯერად საქმე ექთნებს ეხება, მათი რაოდენობა რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, ტენდენცია კი მზარდია. გაუსაძლისი სამუშაო პირობებისა და მიზერული ანაზღაურების გამო ექთნების ნაწილს რამდენიმე კლინიკაში უწევთ მუშაობა, თუმცა არც ეს არის საკმარისი, ამიტომ ნაწილი ქვეყნის დასატოვებლად ემზადება.