სტიქია აჭარაში - რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქობულეთის დასახლებები დატბორა, სერიოზული პრობლემები შეექმნა საცხოვრებელ სახლებს, ინფრასტრუქტურას და მცირე ბიზნესებს. ადგილობრივებისთვის ეს მდგომარეობა სიახლე არ არის, რადგან მსგავს ვითარებაში ისინი ყოველი ძლიერი გაწვიმების დროს დგებიან. იციან პრობლემის მიზეზიც და მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, მოთხოვნა ამ დრომდე რეაგირების გარეშე რჩება.