logo
ENG



კარდინი: დახმარების შეჩერება მეტყველებს ჩვენი ქვეყნის ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ

31 ივლ 202423:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/ur2hg28btut9daq.jpg

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოსთვის პირდაპირი დახმარების შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პასუხი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე.

გავრცელებულ განცხადებაში კარდინი ამბობს, რომ დახმარების შეჩერება გამოხატავს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ.

მისი განცხადებით, რუსული კანონის მიღებამ და შემდეგ, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ "საგანგაშო დემოკრატიული უკუსვლის სურათი შექმნა".

"ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს მთავრობისთვის უცხოური დახმარების უმეტესი ნაწილი, წარმოადგენს მნიშვნელოვან და აუცილებელ პასუხს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე.

საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება - განსაკუთრებით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის მიღება წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასაა და დამოუკიდებელ მედიაზე.

ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს.

საქართველოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და შემდეგ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ საგანგაშო დემოკრატიული უკუსვლის სურათი შექმნა.

დახმარების შეჩერება, რომელიც სარგებელს მოუტანს ამჟამინდელ მთავრობას, მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და მხარი დაუჭიროს მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. 

დემოკრატიისა და თავისუფლების ჩვენი საერთო ღირებულებები განხილვას არ ექვემდებარება"- ნათქვამია კარდინის განცხადებაში.

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს


close დახურვა