logo
ENG



კობახიძე: ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია განახორციელებს

01 აგვ 202412:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/7kkv4ip67w23z92.jpeg

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს შეასრულებს.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პროექტი. საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მათ შორის აკვატორიის გაღრმავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. ჩვენთვის ანაკლიის პროექტის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის და შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებული გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად", - თქვა მან.


close დახურვა