logo
ENG



115-ე და 52-ე სკოლების მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

10 ოქტ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

115-ე და 52-ე სკოლების მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

115-ე სკოლაში ამ დრომდე მუშაობენ ეპიდემიოლოგები. 

ჯერჯერობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დირექციისთვის არ მიუცია კონკრეტული მითითება იმაზე, თუ ვინ გადავიდეს თვითიზოლაციაში ან როგორ უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. 

რაც შეეხება 52-ე სკოლას, აქ 30 მოსწავლე და 8 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

"ინფრქციონისტებთან გავდივართ კონსულტაციას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენს სკოლაში კორონავირუსი გამოვლინდა ოთხშაბათს, შეგვატყობინა მშობელმა. თუმცა, ბავშვის უფროს ძმას დაუდასტურდა კვირას. ბავშვი სკოლაში იყო ხუთშაბათს და პარასკევს, როცა მშობელმა გაიგო, რომ მის ძმას დაუდასტურა ვირუსი, ბავშვი სკოლაში არ მოსულა". - ამბობს 52-ე სკოლის დირექტორი. 

საქართველოში დღეს, 10 ოქტომბერს, კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 8254 PCR ტესტი. 

253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.


close დახურვა