logo
ENG



დავითაშვილი დახმარების შეჩერებაზე: არ ვიცი, რაზეა საუბარი, ალბათ მეტი განმარტება იქნება

01 აგვ 202412:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/8ocy1gy94ixjl2l.jpeg

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ "არ აქვს ინფორმაცია", კონკრეტულად რომელი დახმარება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მიაჩნია, რომ "მეტი განმარტებაა საჭირო".

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ის ირწმუნებოდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია და აშშ-სთან პარტნიორობა "ისეთივე აქტუალურია", როგორც ყოველთვის.

"საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია. მკაფიოდ მინდა განვაცხადო. ეს არის ძალიან ცალსახა. შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ შორის აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით, მე არ ვიცი რაზეა საუბარი...

არ ვიცი, ალბათ უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე ან რა პროექტზე იყო საუბარი. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ"- თქვა დავითაშვილმა. 

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს

ენტონი ბლინკენის თანახმად, ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

 

close დახურვა