logo
ENG



თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე ქსანზე არსებულ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

02 აგვ 202411:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/oqwoz2qvdpgm1bl.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე ქსანზე არსებულ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ცნობილია, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 ივნისს დაიწყო.

"ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.

მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელზე (დასავლეთის მიმართულება) სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სამოძრაო ზოლზე ჩატარდა", - წერია განცხადებაში. 

 


close დახურვა