logo
ENG



სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს ახალი პირადობა აიღონ, რომ სერვისებზე დაბრკოლება არ შეექმნათ

02 აგვ 202422:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/dkspop4mb6t0yhl.jpg

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა პენსიის, სხვა სოციალური დახმარების და სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად დაბრკოლება არ შეექმნათ.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა და მოქალაქეებს შეუძლიათ საბუთი უფასოდ შეცვალონ.

"2024 წლის 1-ლი ივლისიდან, საქართველოში, იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ. აღნიშნული წესი დროებითია და არ ნიშნავს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ამასთანავე, აღნიშნულ პირებს, 1-ლი აგვისტოდან, სოციალური დახმარების, პენსიის და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ, მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით. მათ შეზღუდული აქვთ ბანკომატების და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა