logo
ENG



ბანგლადეშის პრემიერმინისტრი გადადგა და ქვეყანა დატოვა

05 აგვ 202415:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/irn53xs9mnn3gnv.jpg

BBC-ის ცნობით, ბანგლადეშის პრემიერმინისტრმა, შეიხ ჰასინამ, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობა დატოვა.

გამოცემის ინფორმაციით, ჰასინამ ბანგლადეში დატოვა და მისი ვერტმფრენი ინდოეთის ქალაქ აგარტალისკენ მიემართება.

ჰასინას გადადგომა მოჰყვა ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეები კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაო ადგილების 30% 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ნათესავებისთვის გამოიყოფა.

ამის შემდეგ მათი პროტესტი პრემიერმინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

 


close დახურვა