logo
ENG



სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

06 აგვ 202415:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/c7emdory19bryed.png

სასამართლომ აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხლები ესროლა, პროპაგანდისტული, სამთავრობო POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავებიან.

კერძოდ, საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა.

აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა. თავდასხმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა, დედამ და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

***

გუგუჩია არის იმ მაღაზიის მეპატრონე, საიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა. რის შემდეგაც იგი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა.


close დახურვა