ბრაზილიაში, ქალაქ საო პაულოს გარეუბანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 62 ადამიანი გადაჰყავდა, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, სავარაუდოა, რომ თვითმფრინავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
"მინდა, ყველა ფეხზე წამოდგეს, რათა წუთიერი დუმილით დავიცვათ. ახლახანს თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინჰედოში, სან პაულოში, 58 მგზავრით და ეკიპაჟის 4 წევრით. როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა", - თქვა მან.
არსებული ინფორმაციით, ATR-72-ის თვითმფრინავმა, რომელიც კასკაველიდან საო პაულოსკენ მიემართება სიგნალი 13:30 საათზე დაკარგა.
ამ დროისთვის, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.