სენაკში გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
Guria News-ის თანახმად, მიზეზი მძღოლის მიერ საჭის ვერ დამორჩილებაა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.