84 წლის აგრონომი წლებია, სოციალური დახმარების აღდგენის ელოდება. ლალი ხარაბაძეს შემწეობა 7 წლის წინ მოუხსნეს. მარტოხელა მოხუცს, რომელსაც დიაბეტის მძიმე ფორმა აქვს და გადაადგილება უჭირს, ხელისუფლებასთან კითხვა აქვს - რატომ დაუწერეს მაღალი ქულა, რითი გაუმჯობესდა მისი ყოველდღიურობა? ლალი ხარაბაძეს რთული ცხოვრების ფონზე მძიმედ გამოიყურება სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის პასუხი - ქულებს პროგრამა წერს.
84 წლის ქალი სოციალური დახმარების აღდგენის მოლოდინში
14 აგვ 202420:28
3 წუთის საკითხავი