logo
ENG



უკრაინამ ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყა - გენშტაბი

15 აგვ 202409:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/hrncpiof42k3ljz.jpg

უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყეს - ინფორმაციას გენშტაბი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებენ.

გენშტაბის ცნობით, აეროდრომებზე იერიში, ოთხშაბათს ღამით მიიტანეს. სამიზნე ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნეგოროდსკის ოლქებში მდებარე აეროდრომები იყო - საუბარია ხალინოს, სავასლეიკას, ბორისოგლებსკისა და ბალტიმორის აეროდრომებზე.

გენშტაბში ამბობენ, რომ ხსენებულ აეროდრომებზე განლაგებულია ავიაცია, გამანადგურებელი-ბომბდამშენები - Су-34, გამანადგურებლები - Су-35 და სხვა სამხედრო თვითმფრინავები.

"მთავარი სამიზნე იყო საწვავის საწყობები და თვითმფრინავების იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება", - წერია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა